რეზონანსი
02.06.2024

ქარტიას აქვს იგივე მომავალი, რა მომავალიც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის მიერ სულელურად გაჟღერებულ რეფერენდუმს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე.

„ქარტიას აქვს იგივე მომავალი, რა მომავალიც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის მიერ სულელურად გაჟღერებულ რეფერენდუმს, რადგან იმავე საღამოს, ოპოზიციამ და მათმა ექსპერტებმა, რეზიდენტ ზურაბიშვილს რეფერენდუმის საკითხი თავზე გადაახიეს. იგივე ელის ამ ქარტიასაც. რატომ? როდესაც შენ ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ვერანაირი ქარტია ვერ გიშველის. ერთადერთი რაც ამათ უშველის, ეს არის 26 ოქტომბერი, როდესაც ხალხი მათ საბოლოოდ წერტილს დაუსვამს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს ე.წ. „ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერა შესთავაზა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×