რეზონანსი
02.06.2024

აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ NATO-ს გადაწყვეტილება აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად რუსეთის შესაკავებლადაა მიღებული და ალიანსი საჭიროების შემთხვევაში, მისი დაცვისთვის მზად იქნება.

შოლცის თქმით, გერმანიამ გერმანიამ რუსეთის საზღვართან, ბალტიისპირეთის ქვეყნებში NATO-ს ძალების გაძლიერების საქმეში წამყვანი როლი შეასრულა.

"იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობადია, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა გასულ წელს გადავწყვიტეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი შენაერთები განგველაგებინა, მომავალში კი გვსურს მთელი ბრიგადა განვალაგოთ", - განაცხადა შოლცმა.

მისივე განმარტებით, უსაფრთხოების პოლიტიკის ასეთი შემობრუნება აუცილებელია, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ NATO-ს ტერიტორიის დასაცავად მზად არიან.

შოლცი ამბობს, რომ დიპლომატია წარმატებული იქნება, თუ მას ძლიერის პოზიციიდან აწარმოებ. მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბალტისპირეთის ქვეყნებს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში NATO-ს იმედი ჰქონდეთ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კვირის დასაწყისში NAT0-ს წევრები გააფრთხილა, რომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდონ.

საპასუხოდ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ეს "გაფრთხილება" ალიანსს აქამდეც გაუგია და თავდაცვა ესკალაციას არ ნიშნავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×