რეზონანსი
02.06.2024

სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი ფრაზები, წარწერები, შეძახილები და სატელეფონო ზარები. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები და მომხრეები ერთმანეთს ძალადობასა და ბულინგში ადანაშაულებენ. ორივე მხარე მსგავსი ინციდენტების გახშირებაზე საუბრობს. საკითხმა დაპირისპირება გამოიწვია ბათუმის საკრებულოს სხდომაზეც.

მმართველი გუნდი მუქარის ფაქტებს "ნაციონალურ მოძრაობასა" და უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებულ პირებს უკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. "ქართულ ოცნებაში", ამბობენ, რომ ოპონენტებისა და მათი აქტივისტების მხრიდან შეურაცხმყოფელი ქმედებები დასაგმობია.

თავდასხმებზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, დაგმონ ძალადობა და თავდასხმა " ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებზე, პარტიის ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე. მიმართვაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსთა ნაწილი წერს, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედითი შემზღუდავი ზომების, მათ შორის, ინდივიდუალური სანქციების გატარებას ქვეყანაში."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×