რეზონანსი
02.06.2024

ცნობილი მოჭადრაკეს, მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვს რუსეთში აგენტების შესახებ კანონის დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმე ემუქრება. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ მათ სამართალდამცავებმა განუცხადეს.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოს მტკიცებით, მოჭადრაკის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, რადგან მან კანონმდებლობით გათვალისიწინებული ვალდებულებები აირიდა.

"ამჟამად ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს", - ირწმუნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი.

საქმის აღძვრის შემთხვევაში, კასპაროვს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კასპაროვი "უცხოელი აგენტების" სიაში 2022 წლის მაისში დაამატეს. ცოტა ხნის წინ კი ის რუსეთმა მოჭადრაკე გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×