რეზონანსი
02.06.2024

რეზონანსმა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ერთი წელი შეაჯამა. გადამღები ჯგუფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გურამ გურამიშვილს შეხვდა, რომელმაც ისაუბრა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პროექტში საქართველოს როლი.

„საქართველო შუა დერეფნის მნიშვნელოვანი მონაწილეა და მასზე უკვე კაი ხანია ხორციელდება შუა დერეფნის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვები. ხაზი მინდა გავუსვა ამ შუა დერეფნისთვის იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ეს არის აღმოსავლეთ -დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, ანაკლიის პორტის მნიშვნელობა. ასევე მინდა აღვნიშნო გაციფრულების პროცესი, რომელიც ამ ჩვენი შუა დერეფნის განვითარების თანმდევია. ეს ნებისმიერი ახალი სერვისი, აქტივობა, რა თქმა უნდა, იწვევს სამუშაო ადგილების ზრდას, და ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა გურამიშვილმა.

ჩინეთიდან ავტო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვა, ამცირებს დროს და მანძილს. მაგალითად, ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებისთვის ასობით მილიონი ტონა ტვირთის მიწოდება, საზღვაო გზით შესაძლებელია 52 დღეში. ტვირთის შედარებით მცირე მოცულობა მიდის რკინიგზით - 22 დღეში. საავტომობილო ტრანსპორტს კი შუა დერეფნის გავლით, ტვირთის საქართველოს პორტებამდე მიტანა, საკონტეინერო გადაზიდვებისთვის 12 დღეში შეუძლია.

„ჩვენს კორიდორს აქვს დროში უფრო მეტი უპირატესობა. იმ დროს, როდესაც ჩვენ პორტებამდე 12 დღეში ჩასული ტვირთი შესძლებია უკვე ორ დღეში ევროპის უახლოეს ქვეყანაში მოხვდეს, როგორებიცაა ბულგარეთი ან რუმინეთი", - განმარტავს გურამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×