რეზონანსი
08.05.2024

2 მა­ისს სვა­ნეთ­ში, მდი­ნა­რე ნაკ­რას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სვა­ნე­თი აა­ტი­რა. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სამი სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდა იჯდა იმ ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც გზი­დან მო­ცურ­და და ხე­ო­ბა­ში გა­და­ვარ­და. 

ნაკ­რას სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორი სპარ­ტაკ გვარ­მი­ანი სვანეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე და დაღუპულ სკოლის მოსწავლეზე საუბრობს:

"ეკუ­ნას მამა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იდგა და მე­უბ­ნე­ბო­და, ოღონდ ჩემი შვი­ლი და­მიბ­რუნ­დეს და ხმას არ ამო­ვი­ღე­ბო. ეძებ­და ისიც და შე­ე­ვედ­რა ეკუ­ნას, მა­მი­კო და­მიბ­რუნ­დი და აწი არ­სად არ გა­გიშ­ვე­ბო. მერე, რომ იპო­ვეს თქვა, სულ მი­ჯე­რებ­და ჩემი შვი­ლი და ახ­ლაც და­მი­ჯე­რა, აწი არ­სად არ გა­ვუშ­ვე­ბო. 

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია ყვე­ლა ბოლო ზარი, როცა შენი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­დი­ან, თით­ქოს ცა­რი­ელ­დე­ბა სკო­ლა, ისე ეჩ­ვე­ვი და გიყ­ვარ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ისე არი­ან. ახლა წარ­მო­იდ­გი­ნეთ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის მერე დარ­ე­კო ბოლო ზარი. წარ­მო­უდ­გენ­ლად მწა­რე იქ­ნე­ბა, მათ სა­ხელ­ზეც და­ი­რე­კე­ბა და ჩვე­ნი სკო­ლის წლე­ვან­დე­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის სი­ა­ში ეკა და საბა იქ­ნე­ბი­ან და ყვე­ლა ბოლო ზა­რის დროს ავ­ლენ მათი უმ­ცრო­სი მე­გობ­რე­ბი მათ საფ­ლა­ვებ­ზე და მი­უ­ლო­ცა­ვენ ბოლო ზარს.

ეკუ­ნა იპო­ვა ბი­ძამ. იმ მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩა­სუ­ლა ბიძა, მა­ნამ­დე ერთ ჯგუფს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლიც კი ჰქონ­და იქა­უ­რო­ბა. წინ მი­მა­ვალ ჯგუფს თურ­მე და­უ­ძა­ხა, ეს მო­ნაკ­ვე­თი გა­ი­ა­რე­თო? და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­თო - იყო მათი პა­სუ­ხი, ბიძა ამ­ბობს, ამის შემ­დეგ შე­მობ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ერთ ად­გი­ლას რა­ტომ­ღაც გავ­ჩერ­დი, 5 წუთი იქ ვი­დე­ქი გა­რინ­დუ­ლი და ვუ­ყუ­რებ­დი მდი­ნა­რე ხან იკ­ლებ­და, ხან ემა­ტე­ბო­და წყა­ლიო. ესეც ბე­დის­წე­რა იყო ალ­ბათ, მერე რა­ღაც თეთ­რი გა­მოჩ­ნდა, მერე ისევ და­ი­კარ­გა, რომ და­ვი­ხა­რე, რა­ღაც რბი­ლი მო­მეჩ­ვე­ნა, დავ­ხე­დე და ეკუ­ნას ხე­ლის თი­თე­ბი ვი­ცა­ნიო.

ეკუ­ნას დედა ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნეა, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სკო­ლის ეზო­ში აშენ­და ტა­ძა­რი და დედა ამ­ბობ­და, არ გამ­წი­რავს უფა­ლი და აღ­დგო­მის დღეს და­მიბ­რუ­ნებს ჩემს შვილ­სო. მარ­თლაც აღ­დგო­მის დღეს ვი­პო­ვეთ ეკუ­ნა.

ბან­კე­ტი არ ჩა­ტარ­დე­ბა, მე­ზო­ბე­ლი სკო­ლის ბავ­შვებ­მაც უარი თქვეს ბან­კეტ­ზე. ამ­დე­ნი ცრემ­ლი არ დაღ­ვრი­ლა ალ­ბათ ჩვე­ნი სოფ­ლის ის­ტო­რი­ა­ში. თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი ვართ" - აღნიშნა სპარტაკ გვარ­მი­ანმა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×