რეზონანსი
19.05.2024

გია ხუხაშვილი კვირის პალიტრასთან ზურბ ადეოშვილტნ დაკავშირებით სკანდალურ განცახდებას ავრცელებს.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, რომ არა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის მკაცრი უარი, შესაძლოა მას ადეიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზეც კი დაენიშნა.

"ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ - პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთან და ჩვენს ხელისუფლებაშიც ხომ არ მოგვეწვიაო. მე და რამდენიმე კაცი წავედით სასტიკი წინააღმდეგი, რადგან დამნაშავედ მიგვაჩნდა. ჩვენ რომ დავთანხმებოდით, ადეიშვილი დღეს შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ყოფილიყო.

ბიძინას ხომ ეს პოლიტიკა ჰქონდა, მზად იყო ნებისმიერი ნაძირალა ჩაეხუტებინა გულში, ვინც კი მიშას შეაგინებდა და ბიძინას ერთგულებას შეჰფიცებდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ადეიშვილს კი აცხადებენ დამნაშავედ, მაგრამ ადეიშვილის ბარტყები, მთელი მისი შექმნილი სისტემა, კოლექტიურ მურუსიძეს რომ ვუწოდებთ, მისი გამოზრდილო მოსამართლეებით და პროკურორებით, ახლა ამ ხელისუფლების ბურჯი არ არის? ისინი მართავენ დღეს სისტემას"- აცხადებს გია ხუხაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×