რეზონანსი
11.06.2024

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამორიცხავს გადადგომას, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობაში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება" მოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

„ეროვნული გაერთიანება" არ წერს კონსტიტუციას და ეს არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას. ყველაფერი ნათელია ინსტიტუტებთან და პრეზიდენტის ადგილთან დაკავშირებით, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლეპენი ისტორიულ შანსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას საშუალება ეძლევა საფრანგეთი ჩვეულ გზაზე დააბრუნოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×