რეზონანსი
11.06.2024

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება, ვინაიდან ქვეყანაში საკმარისი მუშახელი არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება ზოგადად აღდგენას, რა თქმა უნდა, ომის დასრულების შემდეგ იქნება გლობალური აღდგენა. და აზრი არ აქვს ახლა უკრაინელების მოტივირებას რაღაც ლოზუნგებით. ომის დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ყველა მოვა ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად, რადგან იქნება სამუშაო ადგილები, იქნება უსაფრთხოება. და მჯერა, რომ დიდი მოტივაცია იქნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

„ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვაიძულებთ, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი: თუ დღეს, ასეთ რთულ მომენტში, მსურველებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ უკრაინაში და დაეხმარონ სახელმწიფოს აღდგენაში. არის სფეროები, სადაც დღეს მუშაობაა საჭირო. არიან ადამიანები, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ - მათ სჭირდებათ დახმარება, სჭირდებათ მუშახელი, სჭირდებათ ეს პროფესიები", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×