რეზონანსი
12.06.2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ მილიარდერებს არავინ უშლიდა, ისეთივე ნაბიჯი გადაედგათ, როგორიც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, თუმცა მათ საქართველო ფულის საშოვნელ ასპარეზად მიაჩნიათ.

„დიდმა ქართველმა მამულიშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი უდიდესი საქმე გაუკეთა საქართველოს!

მან აუქციონზე შეიძინა და უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებულ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს სინას მთის კოლექციიდან(V-VII სს.)!

ისმის კითხვა: კი მაგრამ, უშლიდა ვინმე მილიარდერებს - ქალბატონ გიულის, კობა ნაყოფიას, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და მისი ქართველი ერისათვის ჩუქებას!

რა თქმა უნდა არა... მაგრამ ამ სუბიექტებს ბატონ ივანიშვილისაგან განსხვავებით საქართველო ასპარეზად, ფულის საშოვნელ-წასაგლეჯ ადგილად მიაჩნიათ და არა სამშობლოდ!

იმ სამშობლოდ, რომლისთვისაც კაცი მის მსახურებაში სანთელივით უნდა იწვოდეს!

რასაც უშურველად აკეთებს კიდევაც მთელი თავისი ცხოვრება ბატონი ბიძინა ივანიშვილი!” - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×