რეზონანსი
12.06.2024

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის კულინარიის პროფესიული პროგრამაზე სწავლა დაიწყო. მომავალი ერთი თვის მანძილზე ხუთი მსურველი ცენტრის დაფინანსებით კულინარიის პროფესიის საფუძვლებს შეისწავლის. 

კულინარიის პროფესიული პროგრამა “აჭარა ჯგუფთან” თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს მიიღოს საბაზისო ცოდნა, რომელიც საჭიროა კულინარიული პროფესიის დასაწყებად. 

კულინარიის პრაქტიკული კურსი ტარდება თბილისში, აჭარა ჯგუფის სასტუმროებსა და კვების ობიექტებში. 

კულინარიის პროფესიული პროგრამა უკვე ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრებმა 15 კურსდამთავრებულმა გაიარა. აქციე შენი ჰობი პროფესიად, შეისწავლე კულინარია სრულიად უფასოდ.

პროგრამა “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×