რეზონანსი
12.06.2024

მარტვილში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა ორი თავდამსხმელი, რომლებიც კარავში შეიჭრა და კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ძმები გელა და გია ხურცილავები. 

ცნობილია დაშავებული ძმების მინდია და აჩი ბჟალავების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.  მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს.  მინდია ბჟალავას კლინიკაში გადაყვანა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დაესხნენ თავს. იმ დროს, როცა ადგილობრივები საპროტესტო კარვის მიმართულებით მიდიოდნენ, ხურცილავებმა მათ ჩასაფრება მოუწყვეს, ცივი იარაღითა და სანადირო თოფით შეიარაღებულები გზაზე გადაუდგნენ და მანქანიდან გადმოსვლას აიძულებდნენ. 

მინდია ბჟალავამ სცადა მათთვის თოფი წაერთმია, რა დროსაც რამდენჯერმე დაჭრეს. 33 წლის კაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. 

"ვიყავით დაახლოებით 20-25 ადამიანი, გუშინდელ მორიგეობაზე, ჩვენ პირდაპირ წამოვიდა ორი ადამიანი გინებით, ყველას აგინებდა, დანებს გვიქნევდა. რაოდენობით მეტნი ვიყავით, შევეცადეთ, მოვუწოდეთ დანა მოეშორებინათ, არ მოაშორეს, გავაფრთხილეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ვთხოვეთ, ისინი აგრესიულად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ... გამოვართვით დანა, ყველას დავაყრევინეთ ქვევით, დავიჭირეთ ადგილზე, მერე მოვიდა პოლიცია", - ჰყვება არჩილ ბჟალავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×