რეზონანსი
12.06.2024

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" სათავეში ჩაუდგა სალომე ზურაბიშვილი, რათა ახალგაზრდების გული დაიპყროს და ამ გზით ხელისუფლების სადავეებში მოვიდეს.

„სისხლიანი ხელებით ვინც მოვიდა და დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას წარმოადგენს, რასაკვირველია, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება, აქედან გამომდინარე, ახალი ლიდერი შეარჩიეს. საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" სათავეში ჩაუდგა სწორედ სალომე ზურაბიშვილი, რადგან ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებში მოვიდეს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ვოლსკის თქმით, ამ საკითხზე „ქართულ ოცნებაში" არ უმსჯელიათ.

„ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ბიძინა ივანიშვილი ღირსეული კაცია და რაც თავისი ქვეყნისთვის გაუკეთებია, არის მომავალის ბილიკები, რომელსაც ქვეყანა უკეთესობისკენ მიჰყავს. ამ ადამიანს უამრავი დამსახურება აქვს და მას ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადაუდგამს. ოპოზიციის დამოკიდებულება მის მიმართ უარყოფითი და ხისტია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რაც შეეხება მის კანდიდატობას პრემიერად, პრეზიდენტად, რაზეც საუბრობენ, ეს შემოტანილი თემებია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×