რეზონანსი
12.06.2024

რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება ერთ ჯგუფში, რომელსაც აღარც განსხვავებული პროგრამა ექნება და აღარც განსხვავებული ლიდერები უხელმძღვანელებენ, ალბათ ერთ ნომერსაც შეარჩევენ, სვლაა ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, რეფორმები, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გაატარა, თავისთავად გულისხმობს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი არჩევანი, მათ შორის, ოპოზიციამ როგორმე შეძლოს ახალი პროგრამების და ახალი ლიდერების შეთავაზება.

„ზუსტად ამის საწინააღმდეგოა ის გზავნილი და ის მიმართულება, რასაც ზურაბიშვილი საზოგადოებას სთავაზობს. ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ჯგუფში შეყვანა და რაღაც ფრონტის თუ ბანაკის ჩამოყალიბება თავისთავად ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ მცდელობაა, რომ მოქალაქეებს არჩევანი წაართვან. არ ვიცი, რამდენად დაეთანხმებიან ამას პარტიები", - განაცხადა თალაკვაძემ.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×