რეზონანსი
19.05.2024

ვეტო ვენეციის კომისიის დასკვნამდე - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა. ვეტოდადებული დოკუმენტი უკვე პარლამენტშია, თუმცა რა წერია მოტივირებულ შენიშვნებში, ჯერჯერობით, უცნობია.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან დოკუმენტი ცვლილებებს არ ექვემდებარება.

გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე და პარლამენტში "გამჭვირვალობის კანონის" მიღებიდან 4 დღეში მიიღო, რაც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, სახელისუფლებო გუნდისთვის კი მორიგი დასტურია, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური შენიშვნები და არგუმენტები არ არსებობს.

"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრეზიდენტის ადგილზე, ის ვეტოს დადების ვადას ბოლომდე გამოიყენებდა.

"რაღაცები უბრალოდ არ მესმის. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ვეტოს დადების ვადას ბოლომდე გამოვიყენებდი. ამით, მინიმუმ კიდევ ორი კვირით გადაიდებოდა ამ თემის განხილვა საქართველოს პარლამენტში და საზოგადოებას მეტი ინფორმაციის საშუალება ექნებოდა. ასევე, რაც შეეხება დასაბუთებას, დასაბუთება და არგუმენტაცია იქნებოდა ისეთი, რომ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ამ კანონის უვარგისობასთან დაკავშირებით. საერთოდ არ არის საჭირო დაწერო ისეთი შენიშვნები, რომელსაც გაითვალისწინებენ ან შენ შეგეტენება ამ კანონის "გაპრავება", ამის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×