რეზონანსი
02.06.2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქველმოქმედო კონცერტს - „ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის" ეხმიანება და პოლიტ-ოპოზიციურ კონცერტს უწოდებს.

ანჯაფარიძე მოუწოდებს წარმოადგინონ ზემოთ ხსენებული კონცერტის სპონსორების სია და სვავს კითხვას გარედან შემოსული ფულის გარეცხვას ხომ არ ცდილობენ ისინი "ქველმოქმედებით".

„დღევანდელი „საქველმოქმედო", სინამდვილეში კი პოლიტ-ოპოზიციური კონცერტის სპონსორები ვინ არიან?

გამოდეთ სია, მაგალითად, ვინ გადაიხადა სცენის ფული (1 დღე, მინიმუმ 60,000!) და ა.შ. ნუ გერიდებათ! საზოგადოება სახეზე უნდა იცნობდეს თავის ხელგაშლილ „გმირებს".

ისე, გარედან შემოსული ფულის გარეცხვას ხომ არ ცდილობთ „ქველმოქმედებით?!", - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×