რეზონანსი
02.06.2024

მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების შეფასებებზე ისაუბრა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის პარტნიორების ნეგატიური განცხადებები უცნაურია.

„ძალიან უცნაურია, როდესაც ამ დონემდე მივიდა ეს წინააღმდეგობა, როდესაც აშკარად კითხვის ნიშანი უნდა გაგიჩნდეს - რა გვაქვს დასამალი ამ საქმეში, როდესაც ინტერესების თანხვედრა უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, ეს პარტნიორების მხრიდან ხდება და მით უმეტეს, ეს არის უცნაური - თუკი ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთისგან დასამალი არაფერი უნდა გვქონდეს, უფრო მეტად უნდა ხდებოდეს ინტერესების თანხვედრა. მისი ინტერესი და ჩემი ინტერესი ჩემს ქვეყანაში უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. თუკი ემთხვევა ეს ინტერესი, მაშინ დასამალი რა არის აქ?" - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×