რეზონანსი
02.06.2024

შემოვლითი გზა იპოვეს, რომ არასამთავრობო სექტორისა თუ მედია საშუალებების მეშვეობით, დაფინანსება ირიბად წასულიყო პოლიტიკურ სუბიექტებთან, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

საუბრისას მან განმარტებები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების დაფინანსება ხდებოდა.

„გამოიძებნა გზა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია, რომ გარე რესურსებიდან არ შეიძლება პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება. მათ შემოვლითი გზა იპოვეს, რომ არასამთავრობო სექტორისა თუ მედია საშუალებების მეშვეობით, დაფინანსება ირიბად წასულიყო პოლიტიკურ სუბიექტებთან, რათა მათი საქმიანობისა და ნარატივის განხორციელება მომხდარიყო", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×