რეზონანსი
11.06.2024

თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი და მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს არ გაიაროს რეგისტრაცია უმრავლესობამ და დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის, კერძოდ კი თეონა აქუბარდიას მისამართით განაცხადა.

„თქვენ ფორმალურად დარბაზში არ ბრძანდებით, იმიტომ, რომ რეგისტრაცია არ გაიარეთ და ამიტომ, მიკროფონი არ ირთვება, ეს ერთი. მეორე, გადათვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა დააყენოს ეს საკითხი, თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. მესამე, შეგიძლიათ ჩამოიაროთ და თქვენ თვითონ გადათვალოთ რამდენი ადამიანია.

აი, ხომ ხედავთ ქალბატონო თეონა, თქვენს არასერიოზულობას სადამდე მიჰყავხართ? ეს ერთი. მეორე, დღეს ჩვენ გვქონდა სამი რეგისტრაცია, არ გაიარეთ ხომ არცერთი? არც თქვენ გაიარეთ. ეს გიგროვდებათ თქვენ როგორც რეგისტრაციის არ გავლა და თვის ბოლოს, შესაბამისად, ჩამოგეჭრებათ ხელფასი.

მესამე, თქვენი ობსტრუქცია, რაც დღეს შეეცადეთ მოგეწყოთ, რომ სხდომა არ გახსნილიყო, გასაგებია, კი ბატონო, შეიძლება ეს გააკეთოთ, თუმცა, მგონი ამით თქვენ გახსენით პანდორას ყუთი, ვინაიდან სამშაბათს, დღევანდელ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიცია იყენებს ხოლმე ამას პოლიტიკური განცხადებებისთვის და სხდომა თუ არ გაიხსნება სამშაბათს, ვერც პოლიტიკური განცხადება გექნებათ. თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი და მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს არ გაიაროს რეგისტრაცია უმრავლესობამ და დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე.

ასე, რომ, თუ პარლამენტში თქვენი პოლიტიკური საქმიანობის კულტურა ასე გესმით, რა თქმა უნდა, შეიძლება ამის საპასუხოდაც მიიღოთ ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება.

უპირველეს ყოვლისა, რეგისტრაციის არ გავლით, თქვენი აქ ყოფნის დარეგისტრირების საკითხია და აქ არაფერი არც უმრავლესობას ემატება ამით, არც აკლდება ამით. უპირველეს ყოვლისა, თქვენს ამომრჩეველს აყენებთ ამით ცუდ მდგომარეობაში, როდესაც აი, თუნდაც ეს სამშაბათის დღე, ჩამოკიდეთ ახლა სამომავლოდ, რომ უმრავლესობამაც იმავე მეთოდით გიპასუხოთ და დაგტოვოთ პოლიტიკური განცხადებების გარეშე.

მე მანდატურებს მაინც ვთხოვე გადამოწმება, ქალბატონო თეონა, მართალია თქვენ ფორმალურად დარბაზში არ იმყოფებით, მე გავიარე რეგისტრაცია, ვარ დარბაზში, გადამოწმდა და კვორუმი არის. ასე, რომ აქაც შეგიძლიათ იყოთ მშვიდად", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×