რეზონანსი
11.06.2024

როდესაც დავინახავთ, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები არიან ორგანიზატორები ტერორისა, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამხელთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინო ტყუილი უწოდა თეონა აქუბარდიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, შალვა პაპუაშვილის „მოწოდების შემდეგ ერთ საათში „ზონდერები" თავს დაესხნენ ზუკა ბერძენიშვილს".

„სამარცხვინო, სამარცხვინო ტყუილები, რომლებიც თქვენგან ისმოდა. რა მოწოდებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ. და დიახ, როდესაც ტერორით არიან დაკავებული ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია „სირცხვილია", „jamnews"-ი, თქვენს კოლეგებს, რომ კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ და თქვენ რომ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, აი, ამას დაუფიქრდით თუ შეიძლება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სწორედ ამას ეხებოდა, მათ შორის, ეს საკითხი, ვინც ტერორში იქნება ჩართული, ყველას ვამხელთ თავისთავად და განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ როდესაც ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხალხი, რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

კიდევ ერთხელ, jamnews-ის ჟურნალისტი, რომელიც დეპუტატებს, საჯაროდ, კეფაში ტყვიით ემუქრებოდა, „სირცხვილიას" 2 თანამშრომელი, რომლებიც პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ და „გრასის" თუ „factcheck"-ის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წევრს და შეურაცხყოფას აყენებდა მას. და ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენი ხანია ველი, რომ გაემიჯნება ამას ევროკავშირის შესაბამისი ფონდი იქნება თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ამ ფონდში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია თავად, ვინც აფინანსებს ამ ფონდს, ვერცერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან და ტერორისგან გამიჯვნისა. როდესაც დავინახავთ, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები არიან ორგანიზატორები ტერორისა, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამხელთ.

ქალბატონმა თეონამ, რაც იკადრა ტყუილი, მანიპულაცია და დაკავშირება, მისგან გასაკვირი არ არის ამას, მიჩვეული ვართ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×