რეზონანსი
11.06.2024

საერთო ჯამში, წარმატებით ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა უკვე ახლადარჩეული პარლამენტით მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება და მოხდეს ახალი ევროპული სტრუქტურების ჩამოყალიბება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე ევროპის მოსახლეობამ თავისი გზავნილი გააკეთა.

„ზოგადად პოლიტიკურ განწყობებზე შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი, რომ მოსახლეობა, საზოგადოება გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ესეც ყოველთვის ასე იყო, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა არჩევნებში იღებდნენ უპირატესობას, ამით საზოგადოება აკეთებდა კონკრეტულ გზავნილებს. ცვლილებაც ევროპარლამენტში, სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ ეს გზავნილი ევროპის მოსახლეობამ არჩევნებით გამოხატა," - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×