რეზონანსი
11.06.2024

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს არ შეესატყვისება ასევე პარტნიორობის სულისკვეთებას, აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×