რეზონანსი
11.06.2024

ისტორიკოსი, გიორგი კალანდია, კრისტის აუქციონზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის 1 მილიონ ფუნტად შესყიდვას და ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემას ეხმაურება:

"არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა! საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება! დიახ, უბრუნდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია ისე წარიმართა, რომ დღემდე ზოსიმეს არც ერთი ხელნაწერი არ გაგვაჩნდა, ეს ის იოანე ზოსიმეა რომელმაც "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" დაწერა..."დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა."

ვულოცავ სრულიად საქართველოს, ვულოცავ ჩვენს ნეტარ ხსენებულ წინაპრებს, ვულოცავ ჩვენს დიდებულ მომავალ თაობას... აფერუმ იმ ვაჟკაცობას რომლითაც ეს შედევრი მრავალტანჯულ საქართველოს დაუბრუნდა! ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს ყველაზე ბედნიერი იქნებოდა, რადგან სწორედ მან ამოიკითხა ზოსიმეს გენიალურ სიტყვებში ქართველი ერის სულიერი მისია: "და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან," - წერს გიორგი კალანდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×