რეზონანსი
11.06.2024

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი საუკუნეების შემდეგ საქართველოს უბრუნდება - ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ეს იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერია, რომელიც საქართველოში იქნება დაცული.

ქართველმა სასულიერო მწერალმა და მეცნიერმა იოანე ზოსიმემ, რომლის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" უდიდესი პატრიოტული საგალობელია, თავისი ღვაწლი და „ქება" მიუძღვნა არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის ფენომენს.

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდესი საგანძურის დაბრუნებას!", - წერს კახა კალაძე.

ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის" აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×