რეზონანსი
10.06.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფონდები საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს, რომელიც მიემართება პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად.

პაპუაშვილის თქმით, უცხოური ფონდების ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სანქციებთან დაკავშირებული მუქარები და განცხადებები არასერიოზულია.

„ყველას მოვუწოდებ, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ საკუთარი ფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს არსებობს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფონდები, რომლებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს და შემდეგ ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ დემოკრატიული პრინციპებით და იმ ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და უზრუნველყონ საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის გამჭვირვალობა. დისკუსიის დაწყებიდან უკვე სამი თვე გავიდა და ვწუხვარ, რომ დღემდე ვერ მოვისმინე ვერცერთი ევროპელი ჩინოვნიკისგან, თუ ჩინოსნისგან განცხადება, რომ ისინი უზრუნველყოფენ, ვთქვათ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის გამჭვირვალობას. ევროპის დემოკრატიის ფონდი დღემდე არ ასაჯაროებს თავის დაფინანსებებს საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, ჩვენ საერთოდ გაზიარებულ ღირებულებებს და წარმოადგენს გაუმჭვირვალე მიდგომას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×