რეზონანსი
19.05.2024

ირანის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 მაშველი დაიკარგა. ამის შესახებ BBC წითელი ნახევარმთვარის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მაშველები მიუახლოვდნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილს, თუმცა სამაშველო ოპერაციის ტემპი შეჩერდება, რადგან ინციდენტის ადგილას ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ასევე მოსალოდნელია წვიმა.

პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ხისტად დაეშვა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილზე მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×