რეზონანსი
04.07.2024

ავსტრალიის მთავრობა გასაიდუმლოებულ სადაზვერვო ინფორმაციას Amazon Web Sevices სერვერზე შეინახავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს. მომსახურების ღირებულება 2 მილიარდი ავსტრალიური დოლარია.

როგორც ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლზმა განაცხადა, ეს მათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ოპერატიული ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ავსტრალიის კავშირგაბმულობის სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა რეიჩელ ნოუბლმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოც გაზრდის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მონაცემების გადამუშავებისთვის და მონაცემთა გადამუშავების გასაიდუმლოებულ ცენტრებს შექმნის.

„ხელოვნური ინტელექტი - მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია ყველა ჩვენგანისთვის, ვინც სადაზვერვო საზოგადოებაში მუშაობს. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მისი გამოყენება გასაგები და კარგად მართვადი იყოს. ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, როგორ ხდება მონაცემების დამუშავება და რა სიფრთხილით უნდა მივუდგეთ ამ საქმეს", - აღნიშნა ნოუბლმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×