რეზონანსი
24.03.2024

სააპელაციო სასამართლოები განიხილავენ სისხლისა და სამოქალაქო საქმეებს და მათი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლის სამართლებრივ საშუალებას იძლევა უმაღლესი სასამართლოს კომპეტენციები. საქმეთა განხილვის პროცედურები ერთნაირია უმაღლეს და სააპელაციო სასამართლოებში.

რეზონანსი
21.03.2024

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი საბჭოს განცხადება „ვარდების რევოლუციის" შემდეგ სახელმწიფო დროშის ცვლილებასთან დაკავშირებით („ხუთჯვრიანი დროშა არაქართულია და კანონდარღვევით არის მიღებულიო!", 27.05.2019) ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე დატოვა, საქართველოს პატრიარქს, წმინდა სინოდის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, თსუ-სა და საპარტიარქოს უნივერსიტეტის პროფესორებს, მედიასაშუალებებს, აგრეთვე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მივმართე და პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება ვთხოვე (არსი გაზეთ „რეზონანსში" გამოქვეყნდა, 12.02.2024).

რეზონანსი
17.03.2024

აშშ-ის სასამართლო სისტემა მსოფლიოში ერთ ერთ რთულ და საინტერესო სახელმწიფო ინსტიტუტების ერთიანობას წარმოადგენს. ეს სისტემა ერთმანეთთან აკავშირებს ხელისუფლების სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებს მართლმსაჯულების განხორციელებისას. 

რეზონანსი
10.03.2024

მოსამართლე - სამ წელზე ნაკლები სასჯელების მქონე დანაშაულების საქმეებს პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ პრეტორული სასამართლოები (დაახლოებით 1000 ერთეული). 1988 წლის რეფორმის შემდეგ, ტრიბუნალები ორი პროფესიონალი მოსამართლისა და ორი ექსპერტის (ქალი და კაცი) შემადგენლობით განიხილავენ იმ არასრულწლოვან პირთა ბრალდების საქმეებს, რომლებიც 18 წლის ასაკს არ არიან მიღწეული. 

რეზონანსი
03.03.2024

დამოუკიდებელი საქართველოს დროს ის შეიცვალა, რომ მოსამართლეების კანდიდატს აღარც მმართველი პარტია წარადგენს და არც ხალხს აღარავინ ეკითხება მნის არჩევას, რადგან ეს თანამდებობა დანიშვნითი გახდა, ანუ ჩამოერთვა დემოკრატიული ელემენტი. ასევე გაუქმდა ერთი პროფესიონალი და ორი არაპროფესიონალი მოსამართლეების კოლეგიალური ინსტიტუტი და საქმის განხილვა დაევალა ერთპიროვნულად მხოლოდ ერთ მოსამართლეს, რაც ასევე დემოკრატიულობის და მიუკერძოებლობის ელემენტების შეკვეცას წარმოადგენდა. 

რეზონანსი
25.02.2024

ერთადერთი გზა და ამ ურთულესი მდგომარეობიდან თავის დაღწევის ერთადერთი შანსი იმაში მდგომარეობს, რომ ისევ კონსტიტუციის ფუძემდებლურ დებულებას მივმართოთ, რომელიც ამჟამად მოქმედი ძირითადი კანონის მე-3 მუხლიდან გამომდინარეობს. რადგან ეს ნორმა მთელ მსოფლიოს უცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო მხოლოდ ხალხია და რადგან ძალაუფლება ხორციელდება უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით, ამიტომ რეფერენდუმი არის სწორედ უშუალო დემოკრატიის ფორმა და ახალმა პარლამენტმა რეფერენდუმის მეშვეობით და ხალხის მხარაჭერით უნდა მიიღოს ახალი კონსტიტუცია. 

რეზონანსი
20.02.2024

საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი არსებობის 33-ე წელს ითვლის და რაოდენ დასანანია, რომ ოცდამეერთე საუკუნის პირველ დეკადაში, ანუ ციფრული ტექნოგიებისა და დემპოკრატიული განვითარების ხანაში, ჩვენი ქვეყანა ისევ საბჭოთა სასამართლო სისტემაში იმყოფება და მართლმსაჯულება არ პასუხობს ხალხის მოთხოვნებსა და საერთაშორისო გამოწვევებს. უფრო პირიქითი შინაარსის სახელმწიფო იდეოლოგია ხორციელდება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოკეანის ტალღის სიმაღლის რეფორმები განხორციელდა და ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე მიუკერძოებელი და ხალხის სამსახურში მდგარი სასამართლოები. მართალია თავად ხალხი ვერ გრძნობს ვერც სახელმწიფოს მიერ გამარტივებული და იაფი სამართლებრივი სერვის-მომსახურების შეთავაზებას და ვერც ისეთი განცდა იგრძნობა, რომელიც მათ სამართლიანობის იმედს ჩაუნერგავს და სასამართლოს იმ ორგანოდ წარმოიდგენდეს, სადაც სიმართლის პოვნა იქნება შესაძლებელი.

რეზონანსი
02.02.2024

დიდი მოაზროვნის მოყვანილ ციტატას შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ისეთ ფაქიზ და სათუთ თემას ეხება ეს წერილი, პირდაპირ სამართებლის პირზე გავლა მიწევს. „ვერ გაიარე, ყველაფერი დაისერე"-ო, ვგრძნობ პოტენციურ ოპონენტთა ხმას. სამართებელზე მოსიარულე, უკეთეს შემთხვევაში, ფეხის გულებს დაისერავს. არც უთქმელობა ეგების. სხვა თაობა მოვიდა, რომელიც ქვეყნის ბედზე მსჯელობს; თაობა, რომელსაც პრეტენზია აქვს, ქვეყნის წინსვლაში მის წამყვან და გადამწყვეტ როლზე. მათ გასაგონად უფრო...

რეზონანსი
02.02.2024

მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას - რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოშობილი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები ახალ პრობლემებს უქმნის სამყაროს, რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა სახელმწიფოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე. ხოლო გლობალური მასშტაბის სანქციები, რომელიც ასევე ამ კონფლიქტის შედეგადაა პროვოცირებული, ანგრევს იმ ეკონომიკურ კავშირებს, რომელიც მანამდე არსებობდა.

რეზონანსი
02.02.2024

ბოლო დღეებში მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულმა პარტიულმა და სახელისუფლო ცვლილებებმა ნათლად გვაჩვენა, რომ პოზიცია-ოპოზიცია თანამშრომლობას არ აპირებენ!

რეზონანსი
18.01.2024

თქვენო უწმიდესობავ, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ აღსაყდრების 46-ე წლსთავს და დაბადების დღეს. თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, რა მძიმე ჟამი უდგას საქართველოს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო ისეთ განსაცდელთა წინაშე დგას, რისი მსგავსიც იშვიათად დადგომია თავისი ხანგრძლივი და მძიმე ისტორიის მანძილზე. ჩვენ, როგორც მცირერიცხოვან და ტერიტორიულად პატარა, მაგრამ დიდი სულიერი ძალის მქონე ქვეყანას, გვმართებს, ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ ღირსეული გზები მოვნახოთ ყოველი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად.

რეზონანსი
12.01.2024

გასული წლის 14 იანვარს ყურადღებით დავათვალიერე თბილისში მომრავლებული კორპუსები და მხოლოდ აქა-იქ შევნიშე ხუთჯვრიანი დროშები. არადა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ყოველი წლის დასაწყისში მოუწოდებს მოქალაქეებს, „სახელმწიფო დროშის, უმთავრესად ეროვნული დღესასწაულის დღეს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის, აგრეთვე ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით" აივნებზე მათ გამოფენას...


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×