ელზა პაპოშვილი
19.04.2024

უნდა აიღონ თუ არა პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა პროტესტის სადავეები ხელში და რას გამოიწვევს ქაოსური, დაუგეგმავი აქციები? ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების გარეშე ამ აქციების გამართვას შედეგი არ ექნება. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციაში აქციების სადავეების ხელში ჩაგდების გამო დაპირისპირება უკვე დაიწყო. მათი აზრით, ოპოზიციასა და მესამე სექტორს შორის აქციების გამართვის დროს და გეგმებზე უკვე უთანხმოებაა.    

ნატალია ჯვარიძე
19.04.2024

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. „ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

თამთა ჩაჩანიძე
19.04.2024

პარტიებს ხალხთან ურთიერთობას არავინ არ უშლის, მაგრამ პარტიის ლიდერების გამოჩენა მიკროფონთან წამგებიანი იქნება და არა მგონია, რომ ეს წარმატებული ნაბიჯი იყოს - ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს, რომ ახლა კარგი იქნება თუ აქციების მხრივ თბილისში გარკვეული პაუზა იქნება და „გავლენების კანონის" ბოლო მოსმენამდე, ორგანიზატორები ხალხის მობილიზებისთვის რეგიონებში გადაინაცვლებენ.

ნატალია ჯვარიძე
19.04.2024

პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს. ვახტანგ გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა, თუმცა ეს საკითხი ერთგვარად კულისებში მოექცა - ძირითადი აქცენტი მიმდინარე პროტესტზე გაკეთდა. სიტუაცია გამოსვლისას მუდმივად დაძაბული იყო, თუმცა ზოგჯერ ღია კონფრონტაციაზე გადადიოდა. საბოლოოდ ყველაფერი „ლელოს" დეპუტატის სხდომიდან გაძევებით დასრულდა.

თამთა ჩაჩანიძე
19.04.2024

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას სთხოვა დაჩქარებულად მოამზადონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნა, თუ რამდენადაა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტში იხილება და რომელიც უკვე პირველი მოსმენითაა მიღებული. ინფორმაციას ავრცელებს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი.

ელზა პაპოშვილი
18.04.2024

მმართველი გუნდი ამბობს, რომ პოლიტიკური ლიდერები რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო მუხტის პირადი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებას ცდილობენ. მათი თქმით, ოპოზიციამ ითმინა რამდენიმე მდღე, თუმცა ცდუნებამ მაინც წასძლიათ და პარლამენტთან მიმდინარე აქციის სადავეების ხელში ჩაგდებას ეცადნენ. ამის მაგალითად კი ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას, ლევან ხაბეიშვილის და სხვა ლიდერების აქტიურობა მოჰყავთ. 

თამთა ჩაჩანიძე
18.04.2024

„გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ არასამთავრობოების დაორგანიზებით ამ ფორმით აქციები ვერ გაგრძელდება, თუმცა პროტესტის სათავეებთან პარტიების გამოჩენაც „ხალს ცუდად აქვს დაცდილი". მიაჩნია, რომ „ენჯეოებმა"ყველაზე კარგი რაც შეიძლება დააორგანიზონ, ესაა პოლიტიკოსების საჯარო დებატები არჩევნებისთვის. ხელისუფლება კი კვლავ საუბრობს იმაზე, რომ პროტესტი პოლიტიკურია, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, 17 აპრილის აქცია „ნაცმოძრაობის" მიერ იყო დაორგანიზებული.

ნატალია ჯვარიძე
18.04.2024

პარტია „ლელოს" ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰარჩინსკისა და ევროპული ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „შეხვედრაზე იყო ძალიან ბევრი კითხვა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით". ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ელჩებთან ოპოზიციის ინტენსიური შეხვედრები აბსოლუტურად გასაგებია, რადგან მათ გარე მხარდაჭერა „ჰაერივით სჭირდებათ".

ნატალია ჯვარიძე
18.04.2024

„არ გამოვრიცხავ, რომ მაისიდან, როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე თვითონ ოპოზიციის შიგნით ურთიერთობები სერიოზულად დაიძაბოს," ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. როგორც იგი აღნიშნავს, 17 მაისამდე დადგება საკითხი - გვინდა თუ არა „ევროპის გუნდში" გაერთიანება.

თამთა ჩაჩანიძე
17.04.2024

მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან, ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან. სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერi დაუდგება წინ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპაციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ.

თამთა ჩაჩანიძე
17.04.2024

„ოცნება" ფიქრობს, რომ საპროტესტო გამოსვლები გარკვეული ჯგუფების მიერ მართულია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, 16 აპრილის აქციაზე იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც „ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ", - ოპოზიცია კი პირიქით „ოცნებას" მშვიდობიანი აქციის დარბევაში ადანაშაულებს.

ნატალია ჯვარიძე
17.04.2024

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა. იგი საკუთარ „ტელეგრამის" არხზე წერს, რომ თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარული, ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. ამასთან, იგი აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონები მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×