რეზონანსი
30.03.2023

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, პეკინი ომისთვის ემზადება. როგორც მედია წერს, ჩინეთის პარლამენტის და მისი უმაღლესი პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოს ყოველწლიური შეხვედრის დროს, საერთო ჯამში, ჩინეთის ლიდერმა ომისთვის მზადყოფნის თემა ოთხ ცალკეულ გამოსვლაში გამოიტანა.

„ფორინ ეფეარის" ინფორმაციით, ერთ გამოსვლაში სი ძინპინმა თავის გენერლებს „მამაცურად ბრძოლისკენ" მოუწოდა.

ჩინეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 7,2 პროცენტიანი ზრდა, რომელიც გაორმაგდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

პეკინი ასევე გეგმავს, რომ ქვეყანა ნაკლებად დამოკიდებული გახდეს უცხოური მარცვლეულის იმპორტზე.

ბოლო თვეებში პეკინმა გამოაქვეყნა სამხედრო მზადყოფნის შესახებ ახალი კანონები, ახალი საჰაერო თავშესაფრები ტაივანის სრუტის გასწვრივ ქალაქებში და ახალი „ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის" ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×