რეზონანსი
30.06.2024

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს: ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია. დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით - როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას.

ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე და არა მხოლოდ გააძლებინა, შეაქმნევინა უნიკალური კულტურა, ისტორია და მისცა კიდევ უფრო დიდი მომავალი. მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს: ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! საქართველო, არ გაჩერდე", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×