რეზონანსი
07.07.2024

ქვეყანა ქართველ მუსიკოსს, მევიოლინესა და სახალხო არტისტს - ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დილიდან მიმდინარეობს.

ცნობილ მევიოლინეს პატივი მიაგეს ხელოვანებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ვიოლინოს ჯადოქარი გახლდათ, ეს ვიცით ყველამ. არაჩვეულებრივად დირიჟორობდა, ყველაფერში იყო უაღრესად ნიჭიერი. გერმანიის შუაგულში ჩამოაყალიბა ქართული კამერული ორკესტრი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. მან გაიტანა ქართული ნიჭიერება, მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი უდიდესი საშემსრულებლო ხელოვნებით," - აცხადებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი რევაზ ტაკიძე.

ლიანა ისაკაძის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა, კულტურის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა.

ქართველი ხელოვანის ოჯახს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმარი გადასცა მამა იოანე მჭედლიშვილმა.

მუსიკოსი და მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახალხო არტისტს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×