რეზონანსი
04.07.2024

ომში ვითარების შესაცვლელად გვჭირდება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ნებართვა და მეტი საბრძოლო მასალა, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე უკვე იღებს გადაწყვეტილებებს, რათა შეიცვალოს ტენდენციები ფრონტზე, თუმცა არსებობს ორი ძირითადი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის პარტნიორებმა უნდა მიიღონ.

„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ უკრაინის საზღვრებს გარეთ დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვას რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, მთავარია რუსული ბომბდამშენების განადგურება აეროდრომებზე და ჰაერში.

მან ასევე განაცხადა, რომ მეორე გამოსავალი, რომელიც ფრონტზე ვითარების შესაცვლელად ყველაზე მნიშვნელოვანია, არის საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×