რეზონანსი
04.07.2024

იმ მაღალ ტალღას, რომელიც ფეხბურთელებმა შემოგვთავაზეს, იმედია, ხვალ ჩვენც მხარს ავუბამთ და ერთიანად ვიზეიმებთ გამარჯვებას, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა" განაცხადა.

„ხვალ დიდი ზეიმი გვაქვს. ჩვენ ვიწვნიეთ მსოფლიო ჩემპიონატზე წაგება ფიჯისთან, ამ მხრივაც პრინციპული იქნება მათი დამარცხება. ბიჭები საუკეთესო ფორმაში არიან. დიდი ზეიმია. მოედანი თითქმის სავსეა. ყველა ბილეთი გაყიდულია. იმ მაღალ ტალღას, რომელიც ფეხბურთელებმა შემოგვთავაზეს, იმედია, ხვალ ჩვენც მხარს ავუბამთ და ერთიანად ვიზეიმებთ გამარჯვებას", - აღნიშნა ტყემალაძემ.

საქართველო-ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×