რეზონანსი
28.06.2022

დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, რა ხდებოდა და რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა სანქცირებული ტვირთი საქართველოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერის შესვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბათუმში სანქცირებული ტვირთის შემოსვლა საერთაშორისო სკანდალის თემა გახდა.

„ნახეთ, რომ გამოხმაურება ჰქონდა ნავთობის უკანონო ტრანზიტზე უკრაინის პრეზიდენტს და მასში არაორაზროვნად იგულისხმებოდა საქართველო. ეს არის საერთაშორისო სკანდალის თემა და ამიტომ დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, რა ხდებოდა და რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა ტვირთი საქართველოში. ახსნაა, რომ ბათუმში უნდა შემოსულიყო ტანკერი, იქ დაცლილიყო, შემდეგ ეს ტანკერი ან სხვა ტანკერი დატვირთულიყო და გადაეტანა ნავთობი თურქეთში ნახევარი საათის სავალზე, მაშინ რა საჭირო იყო ბათუმში ტერმინალში ამ ნავთობის ჩასხმა? - იმიტომ იყო საჭირო, რომ ბათუმის პორტი ეკუთვნის ყაზახ ბიზნესმენებს და ძალიან დიდი ოდენობით, ყაზახური ნავთობი გადაიზიდება იქიდან, ძალიან მარტივად მოხდებოდა შერევა და შემდეგ როგორც ყაზახური ან სხვა ქვეყნის ნავთობი, გაიყიდებოდა ევროპის ბაზრებზე,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×