რეზონანსი
01.06.2024

ის დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდში ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მხრიდან წარმოუდგენელი რაღაც არის დიპლომატიურ ურთიერთობებში. ერთი ქვეყნის ხელისუფალი მეორე ქვეყანაში ჩადის მეორე ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა ლიეტუვას საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ ისაუბრა.

„რაც შეეხება ელჩის დაბარებას, ვფიქრობ, რომ ჩვენც შეგვეძლო ძალიან ბევრ შემთხვევაში შეშფოთება გამოგვეხატა ძალიან ბევრი ნაბიჯის გამო, მაგრამ იცავ გარკვეულ ჩარჩოებს, მოქმედებ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების საფუძვლებით და გარკვეულწილად ვცდილობთ ურთიერთობები არ დავძაბოთ. თუმცა, როგორც ვხედავთ, არიან ქვეყნები, რომლებიც არ ერიდებიან მსგავს დამოკიდებულებას ჩვენთან მიმართებაში, რაც სამწუხაროა.

ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ყველგან არის არჩევნები, არავინ იცის ხვალ ვინ იქნება ხელისუფლებაში, საბოლოო ჯამში ლიეტუვაც და საქართველოც დარჩება ძალიან ბევრი წელი და საუკუნე ურთიერთობებისთვის და ასეთი ნეგატიური მომენტების შემოტანა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×