რეზონანსი
01.06.2024

ჩვენთვის ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკა უპირატესია ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით. გასულ წელს იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პროექტი განხორციელებული.. ეს იყო ონკოლოგიური ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე, 90-ამდე ბავშვმა მიიღო სერვისი უცხოეთში.

„ამ პროგრამაში 6 დაწესებულება მონაწილეობს სამ ქვეყანაში: თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში. ამ პროგრამის მართვაში ჩვენთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის ქართველი ექიმები, ვინც უცხოეთში მოღვაწეობენ. ყველაფერი არის იმისთვის რომ ბავშვისთვის საჭიროება დროულად და სწორად შეფასდეს და ბავშვმა მიიღოს ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება. შედეგები არის დამაიმედებელი.

თუმცა ოჯახების ნაწილი მაინც ირჩევს საქართველოში მკურნალობას, რადგან ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას იგივე შესაძლებლობა, რაც უცხოეთში. გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტზე გავიდეთ ონკოლოგიის მიმართულებით.

სტრატეგიულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×