რეზონანსი
05.07.2024

„დასანანია", გული წყდებათ ბიჭებს ხომ? სინამდვილეში არც აინტერესებთ," - ასე ეხმაურება გია ხუხაშვილი აშშ-ის მხრიდან „ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი დროით გადადებას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხს, სადაც წერენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილება „დასანანია".

გია ხუხაშვილის თქმით, „ბევრად უფრო ეფექტური იქნება კონკრეტული ეკონომიკური სანქციები, რაც ბევრად უფრო მყვირალაა".

"სამწუხარო რეალობაში გვიწევს ცხოვრება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებას ორიენტაცია აღებული აქვს ანტიდასავლურ, ანტიევროპულ სტრატეგიაზე, შესაბამისად, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გვაბრუნებენ რუსეთის იმპერიაში და ამ ურთიერთობების დეგრადაცია - აშშ იქნება თუ ევროპა გრძელდება და გრძელდება მაღალი ტემპებით და სამწუხაროდ, პროცესი ძალიან ახლოს არის იქამდე, რომ შეუქცევადი მოვლენები დაიწყოს ჩვენს სინამდვილეში. კარგია, რომ არჩევნები ტარდება და არჩევნების ის შანსი, როდესაც ქართულ საზოგადოებას შეუძლია შეაჩეროს ეს ისტორიული კატასტროფა," - ამბობს გია ხუხაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×