რეზონანსი
01.06.2024

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ელჩი აღნიშნავს, როთს ჰქონდა მცდელობა, მომავალი თაობისგან გაემიჯნა მართლმადიდებელი ეკლესია.

„ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ისტორიულად, ის ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ", - აღნიშნულია ლევან იზორიას განცხადებაში, რომელიც საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ყველა რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას, ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამის პრობლემები, ჩემს შემთხვევაში ეს არის საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×