რეზონანსი
01.06.2024

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

გასაგებია, რომ დავით სერგეენკო უკანასკნელი ადამიანი გახლდათ საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელსაც შეეძლო პარტიის პოზიციის წინააღმდეგ წასვლა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. მის მიერ საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემდეგ დამოუკიდებელი ადამიანები "ქართულ ოცნებაში" აღარ დარჩნენ.

გასაგებია, რომ დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობაში არავის შესწევს ძალა პარტიის მთავარი ხაზის წინააღმდეგ წასვლისა, მაგრამ რა უდგას წინ ამგვარი განცხადების გაკეთებას:

- გლობალური ომის პარტია ებრძვის საქართველოს, სურს ჩვენი ჩათრევა სამხედრო-შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ბიძინა ივანიშვილი გმირია, მას ვერ ერევა ვერც სამას მილიონიანი ამერიკა, ვერც ხუთას მილიონიანი ევროპა... ჩვენ ურთულეს გზას გავდივართ, ამიტომ სიმშვიდე ქვეყნის შიგნითაც უნდა დავიცვათ.

ვგმობ რადიკალების გადაწყვეტილებას სახლებთან მიუვარდნენ ჩვენს თანაგუნდელებს და შეურაცხმყოფელი ტექტებით ააჭრელონ მათი სადარბაზოები. პარალელურად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური პარტიის ოფისების დარბევა, ჩემი ზოგიერთი თანაპარტიელის განცხადება, რომელიც ძალადობასა და შურისძიებას აღვივებს, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებს უბიძგებს დანაშაული თვითნებურად აღკვეთონ და არა პოლიციის, კანონის ძალით.

ჩვენ ოპოზიციასთან ვერაფერზე შევთანხმდებით, მაგრამ ყველა პოლიტიკურმა ძალამ მივცეთ პირობა ხალხს, რომ ძალადობრივი ჯგუფ სახლებსა და ოჯახებში ⁰მივარდნას აღვკვეთავთ.

ხომ სასაცილო განცხადებაა?! მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიმავალი პროცესის დეესკალაციის სუსტი სურვილი ხომ მაინც ჩანს!

ხომ ვერაფერს სერიოზულს ვერ დაუშავებენ დეპუტატს, რომელიც ამ სიტყვებს იტყვის. ან რა მოხდება იგივე სიტყვები "ოცნების" რომელიმე გავლენიან მხარდამჭერმა რომ თქვას?

არაფერი! მაგრამ ისინი არც დამოუკიდებლები არიან, არც საკმარისი სიმამაცე აქვთ და რაც მთავარია, გულის სიღრმეში თავადაც სასტიკი ადამიანები არიან, რომელთა სახელმწიფოებრივი აზროვნება ნულს უტოლდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×