რეზონანსი
17.05.2024

მანანა ბერიკაშვილის შვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

"ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში. გახელილ თვალებში, რომლებიც ვერ ხედავენ. ვერ ველაპარაკები, არ შემიძლია. იქნებ სულ ერთი წამით იმაზე დაფიქრებამ, რამხელა ბედნიერებაა მზერა ადამიანის თვალებში, თუნდაც ერთი ადამიანის ცნობიერებაში შეცვალოს რამე. რაღაცნაირად იქნებ სასიკვდილოდ არ გავიმეტოთ ერთმანეთი, არც სიტყვით, არც მუშტით, არც გაზით, არც არაფრით.

საკუთარ თავთან რომ ვრჩებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს და ბოლოს? ქოცებო, ნაცებო, რობოკოპებო, რაინდებო, მღვდლებო, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, გულანთებულებო, გულნატკენებო - ადამიანებო, ალავერდს თქვენთან ვარ", - წერს ანო მაისურაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×