რეზონანსი
01.07.2024

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე მოხსნილი აკრძალვა ივლისშიც გაახანგრძლივა. ამის თაობაზე აღნიშნულია მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში. დოკუმენტის მიხედვით, საზღვარგარეთ ბენზინის მიწოდების აკრძალვა ამჯერად 31 ივლისამდე არ იმოქმედებს.

„ექსპორტის დასარეგულირებლად ადრე მიღებულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და საშუალება მოგვცა, შიდა ბაზარი გაგვეჯერებინა. სწორედ ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვის შეჩერება 1-ლი ივლისიდან კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს,“, - განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა.

მისი თქმით, შიდა ბაზარზე საავტომობილო საწვავის რეზერვები საკმარისია და მოთხოვნა მიწოდებით სრულად დაკმაყოფილებულია.

რუსეთის მთავრობამ 1-ლი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით, ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა. თუმცა შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადამამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აკრძალვა მაისის ბოლოდან 30 ივნისის ჩათვლით მოიხსნა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მიწოდებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×