ელზა პაპოშვილი
05.07.2024

თვითმკვლლეობა თუ მკვლელობა - ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა თემქის მე-6 მიკრორაიონში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. დილით ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხმაურის ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებს კი საზარელი სურთი დახვდათ, 30 წლამდე ქალი კორპუსთან  გარდაცვლილი იყო. 

თემქის მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ გოგონა სავარაუდოდ, კორპუსის სახურავიდან ან მაღალი სართულიდან გადმოვარდა. ამ შემზარავ ფაქტს თვითმხილველიც ჰყავს, რომელიც ამბობს, რომ მან ზემოდან დაინახა, ქალი როგორ ჩამოვარდა, თუმცა გარდაცვლილი  მათი მეზობელი არ არის. ვარაუდობენ, რომ ან სტუმრად იყო, ან კიდევ სპეციალურად მივიდა, რომ თავი მოეკლა. 

„დილით საშინელი სურათი დაგვხვდა. დიდი  ბრახუნის ხმა გავიგეთ. აი ისეთი, ფანჯრიდან რაღაც ნივთს რომ გადმოაგდებენ. მერე მეზობლების ყვირილის ხმა იყო, რომ გადმოვარდაო და ყველა ქვემოთ გარბოდა. მივედით და კორპუსის ძირში 30 წლამდე ახალგაზრდა გოგონა იწვა. სრულიად დამტვრეული. ალბათ ჩემი მეხსიერებიდან ეს სურათი არ ამოვა. გამხდარი, სიფრიფანა გოგონა, როგორ იწვა სახით მიწაზე. მისი ფეხსაცმელები კი აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. ალბათ ვარდნის დროს გაეხადა. ჩვენმა მეზობელმა ბიჭმა დაინახა, ზემოდან რაღაცა როგორ მოფრინავდა. იფიქრა, ვიღაცას ალბათ რამე ჩამოუვარდა, მაგრამ რომ დაინახა ადამიანი იყო, ყვირილი დაიწყო. დარეკეს პოლიციაში, სასწრაფოში, მაგრამ ექიმებმა თქვეს, გარდაცვლილიაო. ადგილზევე დაიღუპა. რა მოხდა, საიდან მოვიდა, ვინ არის წარმოდგენა არ გვაქვს. აქ ჩვენი მეზობელი არ არის. ის არასდროს გვინახავს“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი თვითმხილველი გვიყვება, რომ გოგონა შესაძლოა ამ კორპუსთან ახლოს მაცხოვრებელია და თავის მოსაკლავად აქ მოვიდა. თუმცა არავის დაუნახავს ის კორპუსში როგორ შევიდა. ეჭვი აქვს, რომ სახურავიდან გადმოხტა.   

„ძალიან რთულია წინასწარ იმის თქმა, რა მოხდა. პოლიცია იყო მოსული და ყველა გვეკითხებოდა, გვეცნობოდა თუ არა. ვუთხარით, რომ არა, რადგან აქ არავის არასდროს უნახავს. პატარა ასაკის იქნებოდა, ასე 30 წლამდე. ხელი ჰკრა ვინმემ, თავად გადმოხტა თუ უბედური შემთხვევაა, არავინ არ ვიცით. თავი ჰქონდა დარტყმული და ადგილზევე იყო დაღუპული. ალბათ პოლიცია მის იდენტიფიცირებას მოახდენდა. კორპუსი დაათვალიერეს და რაც ვიცი, ყველას კითხავდნენ. თუ ეს თვითმკვლელობაა, ნამდვილად საშინელი ამბავია. ასეთმა ახალგაზდამ თავი რტომ უნდა მოიკლას?!“ - ყვება კიდევ ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×