რეზონანსი
03.07.2024

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და რუსეთს შორის მის მიერ შეთავაზებული „ზავი" უარყო.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის სამთავრობო მედიის ჟურნალისტთან ინტერვიუში, რომელიც კიევში უნგრეთის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა და ორბანს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ გაესაუბრა, უნგრეთის ლიდერმა დაადასტურა ვარაუდი, რომ ზელენსკიმ უარყო მისი იდეა „დაუყოვნებელი ზავის" შესახებ.

ორბანის თქმით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება შეთავაზებული გეგმის ლოგიკაში და არ უჭერს მხარს, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი ზავი „უკრაინისთვის არ იყო კარგი".

ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე, რაც, მისი აზრით, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დააჩქარებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×