რეზონანსი
05.07.2024

ფეხბურთელების მიერ საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია, მეც ასე მოვიქცეოდი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფეხბურთელების მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას არ შეიძლება, პოლიტიკური ელფერი მიეცეს და პოლიტიკურ განზომილებაში იყოს გადაყვანილი.

„საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია. როგორ შეიძლება, ამის გამო ვინმემ ვინმე დაამუნათოს? ბიჭები სწორად და კარგად მოიქცნენ, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ ბიჭებს თავი დაანებონ. არ შეიძლება, მათ მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას პოლიტიკური ელფერი მისცე და პოლიტიკურ განზომილებაში გადაიყვანო, ეს არაწორია. ამ ადამიანებს აცადონ მაგარი საქმის კეთება და ჩვენთვის იმ უდიდესი ბედნიერების მონიჭება, რასაც ამდენი ხანია გვანიჭებენ, დიდი ზეიმი ყველას გვაჩუქეს. მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი. ცუდს უნდა დაერქვას ცუდი, კარგს კარგი. როცა კონკრეტული ქმედება დასაგმობი არ არის, იმას არ დავგმობთ", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×