რეზონანსი
17.06.2024

ზურა გირჩი ჯაფარიძის და ელენე ხოშტარის პოლიტიკურ ერთობას ბუკა პეტრიაშვილი უერთდება. ამის შესახებ მან საგანგებ ბრიფინგზე განაცხადა.

პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობაა და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს დაუბრუნდება. 

ვფქირობ, რომ დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს არჩევნების გზით და საქართველომ შეძლოს უსწრაფესად იმ რეფორმების გახორციელება, რომელიც მოამზადებს ჩვენს ვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე.

მე ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკურ პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს და „დროასთან“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძლას.

იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გზანილი ყელა იმ ადამიანისთვის, აქტიური ადამიანისთვის, როემლსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს, იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად შევძლებთ ერთიანი, ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადაწმყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში, - განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×