რეზონანსი
08.06.2024

პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარის სოზარ სუბარის თქმით, საქართველოში მაიდანი და სახელმწიფო გადატრიალება არის ის, რაც ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს და მათ უცხოელ პარტნიორებს დიდი ხანია უნდათ. მისი განმარტებით, სანქციებიც სწორედ ამით არის გამოწვეული, ხალხი გააღიზიანონ და იძულებული გახადონ დათანხმდნენ ოპოზიციის მოთხოვნებს. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მაიდანის შედეგები უკრაინის მაგალითზე საზოგადოებამ ნახა და ამიტომ ხალხი მაიდანს ქვეყანაში არ დაუშვებს.

„საქართველოში მაიდანი, ანუ სახელმწიფო გადატრიალება არის ოპოზიციის, „ენჯეოშნიკების“ და მათი პატრონების დიდი ხნის სურვილი. დიდი ხანია ამისთვის ემზადებიან, უბრალოდ ხალხი არ ჰყვება და ამიტომ არიან გაცოფებულები. სანქციებიც ამით არის გამოწვეული, იმედი აქვთ, იქნებ ასე მაინც შეაშინონ ხალხი და იძულებული გახადონ, დათანხმდნენ ოპოზიციის მოთხოვნებს ან გაიყვანონ ქუჩაში იმისთვის, რომ მოაწყონ მაიდანი. მაიდანის შედეგი ჩვენ ვნახეთ, ეს არის უკრაინის სახელმწიფოს აბსოლუტური ჩამოშლა და განადგურება, ასი ათასობით მოკლული ადამიანი, განადგურებული ქალაქები და სოფლები და უკრაინის სახელმწიფოებრიობა, რომელიც ეჭვქვეშ არის, საერთოდ როგორ იქნება მომავალში. 

ბაიდენისგან პრაქტიკულად ნათქვამია მკაფიო უარი, ნატოში უკრაინას არავინ ელოდება და უკრაინის სახელმწიფოს ცხვირწინ ჩამოკიდებულია სატყუარა ევროკავშირის სახით, რომელზეც ეუბნებიან - გაგიხსნით მოლაპარაკებებს, მაგრამ როდის რა იქნება არავინ იცის, რადგან უკრაინის მომავალია გაურკვეველი. ბუნებრივია, ჩვენთვის ეს არის ყველაზე ცუდი, ტრაგიკული სცენარი, რაც შეიძლება საქართველოსთვის წარმოვიდგინოთ. ამიტომაც, ქართველი ხალხი აქ მაიდანს არ დაუშვებს“, - აღნიშნა სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×