რეზონანსი
08.06.2024

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი ავსტრიაში შეკრებასა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ გააკეთა.

„რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ჩემპიონატი ნაადრევად დავასრულეთ. თუმცა ჩვენც, ვინც სეზონი შედარებით ადრე დავამთავრეთ, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით.

ვფიქრობ, კონდიციები აღვიდგინეთ და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით.

შედეგებიდან გამომდინარე, კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი მქონდა კლუბში და, განსაკუთრებით, ნაკრებში. ახლა იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით მოხვედრას. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაასრულებ კარიერას, გადახედავ შენს წარსულს და ევროპის ჩემპიონატზე გექნება ნათამაშები.

ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ. მინდორზე გამოჩნდება, ვინ იქნება უკეთ მომზადებული", - ამბობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×