რეზონანსი
08.06.2024

საქართველოს არა მხოლოდ რეგიონში, ზოგადად, მსოფლიოში აქვს უპრეცედენტო ნახტომისებური პროგრესი თავისუფლების ინდექსის მიმართებით, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „ქრონიკას" განუცხადა.

„საქართველოს არა მხოლოდ რეგიონში, ზოგადად, მსოფლიოში აქვს უპრეცედენტო ნახტომისებური პროგრესი თავისუფლების ინდექსის მიმართებით და ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართებაშიც ჩვენთან ახლა არის უსამართლო, ჩვენ ვფიქრობთ, მიდგომა გამოყენებული. ვართ, ასე ვთქვათ, დადანაშაულებულები იმაში, რომ ჩვენ უკან დავახევინეთ ქართულ დემოკრატიას.

არც ძირი გამოგვითხრია, არც ქვეყანა დაგვიხევია უკან და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ტრანსპარენტულობისა და გამჭვირვალობის პროცესის მხარდაჭერა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე არის დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრა, ეს მიმინდვია, ზოგადად, გონიერი მსოფლიო საზოგადოებისთვის", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

„ატლანტიკურმა საბჭომ" საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. 2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×