რეზონანსი
08.06.2024

2012 წლამდე არათუ არავინ დაუსანქცირებიათ, „დემოკრატიის შუქურად" იყო სამწუხაროდ აშშ-ის მიერ სააკაშვილი აღიარებული. ყველამ ძალიან კარგად იცოდა რა ხდებოდა და რა სისასტიკით მართავდა სააკაშვილი საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„2012 წლამდე არათუ არავინ დაუსანქცირებიათ, „დემოკრატიის შუქურად" იყო სამწუხაროდ აშშ-ის მიერ სააკაშვილი აღიარებული და ჩვენ არცერთი მაღალჩინოსნის რაიმე ფორმით ნათქვამი პროტესტიც არ გაგვიგია. ყველამ ძალიან კარგად იცოდა რა ხდებოდა და რა სისასტიკით მართავდა სააკაშვილი საქართველოს. საქართველო მეორე ადგილას იყო პატიმრების რაოდენობით მთელ მსოფლიოში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მართლად დიდი კითხვის ნიშანია და არასერიოზულობის კვალი გასდევს ამ ყველაფერს", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების" პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×